კამერა, რომელიც ხუთ ტრილიონამდე კადრს ერთ წამში აფიქსირებს – რაში გამოიყენება ასეთი კამერა და რას აცხადებენ მისი შემქმნელები (ვიდეო,ფოტო)

​შვეიცარიაში, ლუნდის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა – ელიად კრისტენსონმა და ანდრეას ენმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კამერა შექმნეს.
მსოფლიოში უსწრაფეს კამერას შეუძლია, დააფიქსიროს სწრაფი უჯრედული პროცესები. ის მაღალსიჩქარიანი კამერებიც კი, რომლებიც წამში მილიონ და თუნდაც მილიარდ კადრს იღებენ, ვერ შეედრებიან ლანდის უნივერსიტეტის გამოგონებას.
ლანდის უნივერსიტეტის ქმნილებას შეუძლია, გადაიღოს (დააფიქსიროს) ხუთ ტრილიონამდე კადრი ერთ წამში. ეს საკმარისია იმის დასაფიქსირებლად, რაც წამის 0.2 მეტრილიონედში ხდება. საუბარია ისეთ სწრაფ მოვლენებზე, რომლებსაც GoPro-ც ვერ დააფიქსირებს. კონკრეტულად კი ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური ბუნებრივი პროცესების დაფიქსირება.
მაგალითად, ამ ვიდეოში ჩანს სინათლის გასვლა ქაღალდის ფურცელში (ვიდეო) [youtube]https://www.youtube.com/watch?v=2fjP02EpJac[/youtube]

რეალურ ცხოვრებაში ამ პროცესს წამის მეტრილიონედი სჭირდება, მაგრამ კამერამ შეძლო ამ პროცესის სამწამიან ვიდეოდ გადაღება.
​როგორ აკეთებს Lund-ის კამერა ამას? ის იყენებს უახლეს ალგორიტმს, რომელიც ლაზერული სხივების და არა სინათლის მეშვეობით, აჩვენებს ქიმიურ და ბიოლოგიურ რეაქცია-პროცესებს. თითოეული კადრი, რომელიც ობიექტს აფიქსირებს, ერთ მთლიან სურათად იკრიბება, რის შედეგადაც, შესაძლებელი ხდება მათი სათითაოდ ნახვა და სრული პროცესის დაფიქსირება, რაც ვიდეოშია ნაჩვენები. თქვენ არ გჭირდებათ ასეთი სისწრაფის კამერა თუნდაც იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცხოველი გადაიღოთ. მომუშავე გუნდი აცხადებს, რომ ასეთი კამერა საჭიროა აფეთქებების, პლაზმური ნათებების, ტურბულენტური წვის, ტვინის მუშაობის და ქიმიური რეაქციების დასაფიქსირებლად.
ჯგუფის ლიდერი ელიად კრისტენსონის განცხადებით, “დღესდღეობით, ერთადერთი საშუალება ასეთი სწრაფი მოვლენების დასაფიქსირებლად, პროცესისთვის გაჩერებული კადრის (ფოტოს) გადაღებაა. შემდეგ უნდა სცადო და რამდენჯერმე გაიმეორო იგივე ექპერიმენტი, რათა შეძლო რამდენიმე ასეთი ფოტოს შეგროვება და მათი ფილმად ქცევა. აქ კი პრობლემა ისაა, რომ გამეორებულ ექსპერიმენტებში, ქიმიური პროცესები იდენტური არ არის. კრისტენსონი და მისი პარტნიორი ანდრეას ენი ასევე, ხელმძღვანელობენ წვის გამოკვლევებს, რომელიც მოიცავს მაღალსიჩქარიან მოლეკულურ პროცესს.
ჩვენ გვჯერა, რომ ისინი თავიანთ კამერას ამ კვლევისთვისაც გამოიყენებენ, რაც სამომავლოდ ახალი თაობის ავტომობილების ძრავებს შექმნის.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=smvu8sQ2PaA[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები