CNN-ი ავრცელებს საფრანგეთის სენატის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა აღდგეს ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც აქამდე არსებობდა.
სენატის მიერ გაჟღერებულმა აზრმა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია საფრანგეთის მოსახლეობაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაძარი ძველი იერსახით უნდა აღდგეს, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას შანსი აქვს ტაძრის განსაახლებლად.
ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ხელისუფლებაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
სხვა სიახლეები