ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა კარიერა დაასრულა. გუშინ მან ბოლო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდთან – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად „იუტა ჯაზი“ ანგარიშით 101:96 დაამარცხა. უცხოური მედიის ცნობით, ბრაიანტი ამ მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო – მან 60 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, კობი ბრაიანტი ასევე სეზონის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.
თამაში მთლიანად ბრაიანტის წასვლას ეძღვნებოდა, თაყვანისმცმელები მას მუდმივად ტაშს უკრავდნენ.
ცნობისთვის, კობი ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში იყო მეხუთე კალათბურთელი, რომელმაც 20 სეზონში ითამაშა და პირველი კალათბურთელი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ერთ კლუბში თამაშობდა. კობი ბრაიანტმა ჩემპიონის 5 ტიტული დაიმსახურა, 18-ჯერ უთამაშია „NBA-ს ვარსკვლავთა მატჩებში“ და 4-ჯერ ამ მატჩების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. კობი ბრაიანტი ასევე აშშ-ს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ ოქროს მედალი მოიპოვა.
სხვა სიახლეები