ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ბრალდებით დააკავა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენს.
ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა დაკავების დროს შს მინისტრის მოადგილე – კახა საბანაძე ახსენა, თუმცა, ის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს რომ ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს, თუმცა, არასოდეს გამოუყენებია მათი კონტაქტები ცხოვრების არცერთ ეტაპზე:
“ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ნახავთ ჩემს ფოტოს, ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე. არასოდეს მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრების არცერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც – სხვა დანარჩენით”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
ჯიბღაშვილმა განსაცდელისთვის უფალს მადლობა გადაუხადა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქოუბებისა და მიმების სახით.
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. წარმოუდგენლად რთული ორი დღე გავიარე, ბოდიში ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას. მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.