კადრები სიკვდილამდე – ვინ იყო ქალი, რომელიც შემთხვევით, ბოლდუინის ტყვიამ იმსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)
უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.
კინემატოგრაფიაში მუშაობის დაწყებამდე ჰაჩინსია მუშაობდა ჟურნალისტად აღმოსავლეთ ევროპაში.
2013 წლიდან 2015 წლამდე სწავლობდა ამერიკის კინოს ინსტიტუტის კონსერვატორიაში, სადაც მისი მენტორი სტივენ ლაითჰილი იყო
მისი სადისერტაციო პროექტი, ნაჩვენები იქნა Camerimage საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ჰაჩინსიას 30 მდე ფილმში აქვს ნამუშევარი.
2018 წელს ის იყო ერთ -ერთი პირველი რვა ქალი კინემატოგრაფისტიდან, რომელიც მონაწილეობდა Fox DP Lab პროგრამაში, რომელიც შეიქმნა ქალთა კინემატოგრაფისტებისთვის უფრო დიდი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
IMDb–ის მონაცემებით, მან ასევე მოიპოვა ინგლისის რივიერას კინოფესტივალის ჟიურის პრიზი საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Treacle 2019 წელს.
მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც პროფესიონალ დადებით და შრომისმოყვარე ადამიანს
‘’შოკში ვარ. მე იმდენად გამიმართლა, რომ მე მყავდა ჰალინა ჰატჩინსი დიდი ადამიანი. არ მჯერა, რომ ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ ეპოქაში… რა საშინელი ტრაგედიაა. გული მწყდება მის ოჯახზე”, – წერს მსახიობი ჯო მანგანელო სოციალურ ქსელში.