თბილისში, პეკინის გამზირზე, მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გამვლელი ქალი მათ თავს დაესხა.
სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს ქალი, რომელმაც სამი წლის ბავშვს სახეში დანა დაარტყა, შემდეგ კი ცდილობდა მეორე ბავშვისთვისაც მიეყენებინა დაზიანება.
შსს ინფორმაციით დამნაშავე დაკავებულია.
სამი წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სხვა სიახლეები