კადრები ,,მძევლების” გადასაღები მოედნიდან – ფოტოკოლაჟი

 ფილმ „მძევლების“ რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა, 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, თვითმფრინავის ბიჭებზე ფილმი გადაიღო.
კინო ამბის ზუსტი ასლი არ არის, ის 1983-84 წლებში მომხდარი მოვლენების მხატვრული რეკონსტრუქციაა.
ფილმი არ მიჰყვება უხეშ ისტორიულ ფაქტებს, ის უღრმავდება გმირების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება. სცენარის თანაავტორი, რეჟისორთან ერთად, მწერალი ლაშა ბუღაძეა.
სცენარის ავტორები წლების განმავლობაში იკვლევდნენ იმ ისტორიულ კონტექსტს, რომელიც „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავს უკავშირდება, ხვდებოდნენ მგზავრებს, მშობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, ეცნობოდნენ საარქივო მასალასა და ისტორიულ დოკუმენტაციას. საბოლოოდ კი შეიმუშავეს სცენარი, რომელსაც გმირი და ანტიგმირი არ ჰყავს და გადაიღეს ფილმი, რომელიც მხოლოდ ამბავს კი არ ჰყვება, არამედ იკვლევს ადამიანების ყოფასა და მათ ურთიერთდამოკიდებულებებს ჩაკეტილ სისტემაში.

წყარო:http://primetime.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები