იწვევს თუ არა შაქრიანი სასმელები კიბოს – ახალი კვლევა

სასმელები, რომლებიც შეიცავს შაქარს – მათ შორის, ხილის წვენები, შესაძლოა, სიმსივნის გამომწვევი იყოს. ამის შესახებ სორბონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობას 100 000- ზე მეტი ადამიანი 5 წლის განმავლობაში იღებდა, სისხლში შაქრის დონის ცვლილება ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მაღალი რისკის შემცველია.
​კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ შაქრიან სასმელად ის სასმელი მიიჩნევა, რომლის შემადგენლობაშიც შაქრის შემცველობა 5%-ს აღემატება. მათ შორის მოხვდა ხილის წვენებიც (შაქრის დანამატის გარეშე), გამაგრილებელი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, ყავა და ჩაი.

კვლევისას, ასევე, შეისწავლეს დიეტური და უკალორიო სასმელები, რომლებსაც შაქრის შემცვლელი აქვს დამატებული, თუმცა სიმსივნის გამოწვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

კვლევის საბოლოო შედეგების მიხედვით, დღეში დამატებით 100 მლ შაქრიანი სასმელების მიღბა- დაახლოებით ორი ქილა კვირაში – კიბოს განვითარების რისკს 18% -ით ზრდის. კვლევის მონაწილე ყოველი 1000 კაციდან აღმოჩნდა, რომ 22-ის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების სხვადასხვა რაოდენობა აღინიშნებოდა. გამოკვლევის დროს აღმოჩენილი 2,193 სიმსივნური დაავადებიდან 693 იყო ძუძუს კიბო, 291 პროსტატის კიბო და 166 მსხვილი ნაწლავის კიბო.

თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აღნიშნული კვლევა არ შეიძლება, აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნიოს, რადგან სიმსივნური დაავადების გამომწვევი კიდევ მრავალი განსხვავებული ფაქტორი არსებობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები