“იცოდნენ, რომ იქ, სადღაც, მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი, წარმოგიდგენიათ?” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგებისას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა. დეკანოზ თამაზ ლომიძის თქმით, საზოგადოება კრიმინალურ მენატალიტეტს სასტიკად უნდა შეებრძოლოს:

„ყველა  თავგამოდებით, სასტიკად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ მენტალიტეტს. ოთხ დღეს ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ, სადღაც, მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში.

აი, ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი  მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ, აი, იქ არის, ჩვენ მოვკალით ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა.

წარმოგიდგენიათ, რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ, სიტყვაზე, ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა, რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები