კიტრის დიეტა 3 – 5 დღეზეა გათვლილი, ამ დროის განმავლობაში წონაში იკლებთ 2-4 კგ, რა თქმა უნდა დასაკლები ჭარბი წონის გათვალისწინებით. სწორედ კიტრის სასარგებლო თვისებების გამო ეს დიეტა არა მხოლოდ გახსომას უწყობს ხელს, არამედ წმენდს ორგანიზმს გარედან (კანი) და შიგნიდან (ნაწლავები, თირკმელები, სისხლძარღვები). წონაში სწრაფად დაკლებისთვის კიტრის დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ყველა შემთხვევაში სასურველია მარილის შეზღუდვა, რადგან კიტრი ორგანიზმიდან სითხეს დევნის, ხოლო მარილი აკავებს წყალს. უმჯობესია სალათების მომზადება ლიმონის წვენით. სალათაში შეგიძლიათ დაამატოთ მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ნიორი. კიტრის ზომა შეზღუდული არ არის, რადგან ძალიან დაბალკალორიულია (100 გ=15 კკალ). დიეტის განმავლობაში შეიძლება წყლის, მწვანე და ბალახეულის ჩაის დალევა. მენიუ ვარიანტი I ვამზადებთ სალათს: დაჭერით კიტრი, დაუმატეთ მწვანე ფერის ბოსტნეული, დაუმატეთ უცხიმო არაჟანი ან მაწონი, მიღებული სალათა დაბალკალორიულია, თუმცა, საკმაოდ ნოყიერია. მიირთვით ეს სალათა და, სურვილისამებრ ჭვავის ან სიმინდის პურის გახუხული ნაჭერი 3-5 ჯერ დღში. ვარიანტი II 1 კგ კიტრისა და 0,5 კგ პომიდვრის სალათა მცენარეულ ზეთთან ერთად მიიღება 5-6 ჯერ დღეში, ვახშამზე, ძილის წინ 2-3 სთ-ით ადრე – 100 გ უცხიმო ხაჭო. არ არის რეკომენდებული მხოლოდ კიტრის მიღება, აუციილებელია ცილები (ხაჭო) და მცირე რაოდენობით ცხიმები ( მცენარეული ზეთი). კიტრის დიეტა ეკრძალებათ გასტრიტის, მაღალი მჟავიანობისა დად წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებს.
წყარო:http://itv.ge/?m=16&CID=31698