ჭკვიანი ადამიანები მადლობელი უნდა იყვნენ დედების, ვინაიდან მკვლევარების მიხედვით, დედები არიან პასუხისმგებელი გონებრივი შესაძლებლობების გენების გადაცემაზე. ამდენად, გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ალბათ გაქრება. მარტოხელა დედებს, რომელთაც სურთ ჭკვიანი შვილები ჰყავდეთ, არ სჭირდებათ ეძებონ ნობელის პრემიის ლაურეატი უახლოეს სპერმის ბანკში, ხოლო მამაკაცები, სავარაუდოდ, ხელახლა შეაფასებენ ქალების გონიერებას. ამ მოსაზრების საფუძველზე, არსებობს გენები, რომლებიც ცნობილია “წინასწარგანმსაზღვრელი გენების” სახელწოდებით. ძირითადად, ამ გენებს აქვთ ბიოქიმიური შემცველობა, რომელიც იძლევა გადატანის საშუალებას და ავლენს, არიან თუ არა ისინი აქტიური მემკვიდრეობით უჯრედებში. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ეს გენი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დედისგან მომდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ იგივე გენი მამისგან არის მიღებული, ხდება მისი დეაქტივაცია. სხვა გენები პირიქით მუშაობს, გააქტიურებულია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მომდინარეობს მამისგან. დედის გენი პირდაპირ თავის ტვინის ქერქში მიდის, მამის კი ლიმბურ სისტემაში. ცნობილია, რომ ინტელექტს მემკვიდრეობითი კომპონენტი გააჩნია, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ბევრი რამ მამაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, რამდენიმე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები გონებრივ უნარებს დედისგან უფრო იღებენ მემკვიდრეობით, ვიდრე მამისგან, ვინაიდან გონებრივი შესაძლებლობების გენი განლაგებულია X ქრომოსომაში. ერთ-ერთი პირველი კვლევა ამ სფეროში 1984 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ კვლევამ მოახდინა ტვინის ევოლუციის ანალიზი და შეისწავლა გენომის ქცევა, იმისთვის, რომ გაეკეთებინა დასკვნა – დედის გენი დიდად უწყობს ხელს ტვინში აზროვნების ცენტრების განვითარებას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს განმაპირობებელი გენები, რომელიც აქტივირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მემკვიდრეობით დედისგან არის მიღებული და რომელიც მნიშვნელოვანია ემბრიონის სათანადო განვითარებისთვის, ხოლო მამის გენეტიკური მემკვიდრეობა აუცილებელია ქსოვილის ზრდისთვის, რომელიც წარმოქმნის პლაცენტას. მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს უჯრედები მამის მხრიდან თავის ტვინის ქერქში, სადაც ისინი განავითარებდნენ მოწინავე შემეცნებით ფუნქციებს, როგორიცაა გონებრივი შესაძლებლობები, აზროვნება, ენა და დაგეგმვა. მეცნიერებმა გააგრძელეს ამ თეორიის კვლევა. რობერტ ლერკემ დაადგინა, რომ ბავშვთა აზროვნება დამოკიდებულია X ქრომოსომაზე. მან ასევე აჩვენა, რომ რადგანაც ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მემკვიდრეობით შეუძლიათ გადასცენ აზროვნებასთან დაკავშირებული მახასიათებლები. ცოტა ხნის წინ, გერმანიის ულმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ის გენები, რომლებიც ჩართულია თავის ტვინის დაზიანებაში და აღმოჩნდა, რომ ბევრი ამ გენებიდან, განსაკუთრებით ის გენები, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებით შესაძლებლობებთან, ქრომოსომა X-ზე მოდიოდა. ფაქტობრივად, შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქიკური დაავადებების 30% მამაკაცებში უფრო ხშირია. გენეტიკის გარდა, არსებობს სხვა კვლევები, რომლებიც ავლენს, რომ დედა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბავშვთა ინტელექტუალურ განვითარებაში, ფიზიკური და ემოციური კონტაქტით. მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ძლიერი კავშირი დედებთან, უვითარდებათ რთული სიმბოლური თამაშების უნარი ორი წლის ასაკში, არიან ძალიან გულმოდგინე და ნაკლები იმედგაცრუება აქვთ კონფლიქტების დროს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ემოციური ურთიერთობების მნიშვნელობა ტვინის განვითარებისთვის და დაადგინეს, რომ დედის სიყვარული გადამწყვეტია ტვინის ზოგიერთი ნაწილის ზრდისთვის. დადგენილია, რომ აზროვნების 40-60% მემკვიდრეობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი პროცენტი დამოკიდებულია გარემოზე, სტიმულირებაზე და პიროვნულ თვისებებზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჭკუას, სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის გადაჭრის უნარი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პრობლემების გადასაჭრელად, თუნდაც მარტივი მათემატიკურის და ფიზიკურის, თამაშში ერთვება ლიმბური სისტემა, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი, როგორც მთლიანი ისე მუშაობს. ამდენად, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ აზროვნება მჭიდროდ უკავშირდება რაციონალური აზროვნების ფუნქციას, მასზე ასევე გავლენას ახდენს ინტუიცია და ემოციები, რომლებზეც გენეტიკურად დიდი გავლენა მოახდინა მამამ. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი IQ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი ინტელექტის სტიმულირება და ვკვებოთ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი გამოწვევებით, რომლებიც მუდმივად უმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტელექტი გაქრება.