“იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას…” – ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სა­ესტრა­დო მომ­ღერ­ლის, ან­სამ­ბლ „ივე­რი­ას“ წევ­რის, თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რეს სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

„მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს ბა­ტონ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას; იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რომ ასე უყ­ვარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც არა მარ­ტო მომ­ღე­რა­ლი, არა­მედ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბაც.

ყვე­ლა ლო­ცუ­ლობ­და მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ იგი, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით, ცათა სი­მაღ­ლე­ე­ბის გზას შე­უდ­გა.

პირ­ვე­ლად მას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დიდი ხნის წინ შევ­ხვდი. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დე­სი ტკი­ვი­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ოჯა­ხი ნუ­გეშს ეძებ­და და ღვთის­სათ­ნო საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა სურ­დათ.

თე­მურს ტაძ­რის აგე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და, თუმ­ცა, ღმერ­თმა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­უ­ჩი­ნა: მე­გობ­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბითა და ქარ­თველ-ებ­რა­ელ­თა თა­ნად­გო­მით, იე­რუ­სა­ლიმ­ში შე­ი­ძი­ნა კერ­ძო დიდი სახ­ლი, სა­დაც უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ პი­ლიგ­რი­მებს მას­პინ­ძლობს.

ეს ძა­ლი­ან დიდი ეროვ­ნუ­ლი და საღვთო საქ­მეა.

შემ­დეგ მან სტი­ქა­როს­ნო­ბაც და­ი­წყო და მას უკვე ხში­რად ხე­დავ­დნენ ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხურ­თა შო­რის.

სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მის­თვის უშურ­ვე­ლი, წრფე­ლი, მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი, თა­ვის ხმა­სა­ვით ძლი­ე­რი და, ამა­ვე დროს, ლმო­ბი­ე­რი, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის გულ­მხურ­ვა­ლე – ასე­თად დარ­ჩე­ბა იგი ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რათა უფალ­მან სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს ბა­ტო­ნი თე­მუ­რის უკ­ვდა­ვი სული, ხოლო ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ა­ნი­ჭოს ურ­ყე­ვი რწმე­ნა მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, რომ­ლის მკვიდ­რიც იგი უკვე გახ­და.

მთა­ვა­რია, ახლა ჩვენ შევ­ძლოთ მას­თან ლოც­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა და მისი სუ­ლის­თვის ზრუნ­ვა“, – ნათ­ქვა­მია ილია მე­ო­რეს სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

კომენტარები

სხვა სიახლეები