“იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი, რად­გან აგ­რე­სია არა­ვის შვე­ლის” – ქეთა თოფურია მიმართვას ავრცელებს

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია “ტე­ლეგ­რა­მის” გვერ­დზე აუ­დიო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც სვამს კი­თხვას, თუ რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ ზო­გი­ერ­თი, მის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან ითხოვს, რომ მის მსგავ­სად ფიქ­რობ­დეს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ:

“რა­ტომ არის, რომ ზო­გი­ერ­თი, მათ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ითხოვს, ისე ფიქ­რობ­დნენ, რო­გორც თა­ვად.

და თუ ეს ასე არ ხდე­ბა, მა­შინ­ვე აგ­რე­სია ჩნდე­ბა. უფრო მე­ტიც, იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბულ აზრს აკ­რი­ტი­კე­ბენ, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან და ეს საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რია.

მე თქვენ ყვე­ლას, ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ, იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი, რად­გან აგ­რე­სია არა­ვის შვე­ლის,” – ამ­ბობს ქეთა თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, ქეთა თო­ფუ­რია რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ იმ ქარ­თვე­ლებს შო­რი­საა, რომ­ლებ­საც არ გა­მო­უთ­ქვამთ პრო­ტეს­ტი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­თვის და ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ აკ­რი­ტი­კებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები