“იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უღიმიან და მერე ზურგში ლახვარს ურტყამენ, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერად ეჩვენებათ”-ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი ადამიანებისა და დედამიწის შესახებ:

“მე რომ სხვა პლანეტელი ვიყო და იმ სხვა პლანეტის გადმოსახედიდან დამენახა და შემეფასებინა ადამიანები, ალბათ ვიტყოდი, რომ დედამიწელები გიჟები არიან

იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უღიმიან და მერე ზურგში ლახვარს ურტყამენ, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერად ეჩვენებათ
✔️ერთმანეთს სიყვარულს უხსნიად, მაგრამ მერე ღალატობენ და მიუხედავად ღალატისა სიყვარული ამად ღირს…
რომ ეს ის ადგილია, სადაც სიმართლისათვის დაწვეს ჯორდანო
და ის ადგილია სადაც იესო სიკეთისათვის აწამეს…
✔️რომ ნებისმიერი ტკივილი ერთგვარი გაკვეთლია, ანუ ბონუსი, რომელიც აუცილებლად გჭირდება, იმისათვის, რომ განვითარდე და გზა გააგრძელო..
✔️რომ სწავლა და გაძლიერება, მხოლოდ დისკომფორტში ყოფნისას და მისი გადალახვისას ხდება.
✔️იმის ფასი რომ გაიგო რაც გაქვს, აუცილებლად უნდა დაკარგო და შემდეგ თავიდან მოიპოვო – მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია აფასებდე არსებულს…
✔️და რომ ამის მიუხედავად ადამიანებს სიცოცხლე არ ეთმობათ, დიახ, მე ნამდვილად ვიტყოდი რომ დედამიწელები გიჟები არიან და რატომ უხარიათ ადამიანებს ცხოვრება ვერ გავიგებდი
მაგრამ …
ეს იმ გადმოსახედიდან, თუმცა აქ და ახლა გულწრფელად გეტყვით: – მადლობა ღმერთს რომ ჩემი პლანეტა დედამიწაა…”-წერს მუზაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები