“იქნებ, პამპერსის გამოცვლა და ფაფის მოთუხთუხებაც ისწავლონ” – ბაია პატარაია “მამის დღის” დაწესებას ეხმაურება

ახალი უქმე დღის – „მამის დღის“ შესაძლო დაწესების საკითხს ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა.

„მამის დღის შემოღება და უქმედ გამოცხადება მეექვსე კლასელების ინიციატივა ყოფილა. მოდი, დედის დღე ვაქციოთ მშობლის დღედ და მივულოცოთ ხოლმე ორივეს. იქნებ ნელ-ნელა ორივე მშობლის შრომა და ბავშვზე ზრუნვაც გათანაბრდეს და გასეირნების გარდა, პამპერისის გამოცვლა და ფაფის მოთუხთუხებაც ისწავლონ ახალბედა მამიკოებმა“, – წერს პატარაია სოცქსელში.

ცნობისთვის, გუშინ 29 მაისს საქართველოს პარლამენტში ახალი უქმე დღის – „მამის დღის“ დაწესებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები