გავუფრთხილდი საკუთარ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ავიცერი, – ამის შესახებ იურისტი მეგი გეწაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კორონავირუსს ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება, ამის შესაჩერებლად კი აუცილებელია ყველა აიცრას.
“მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ სიკეთე და სიყვარული დავთესო, ვიზრუნო მოყვასზე და მაქსიმალურად დავეხმარო, ვინც მიცნობს – ამას კარგად ხედავს. სამშობლო და სარწმუნოება ჩემთვის არის უპირველესი ფასეულობა, ზუსტად ამიტომ გავუფრთხილდი საკუთარ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ავიცერი, აიცერი შენც. მინდა ჩემი ქვეყანა გადარჩეს, მიენდეთ მეცნიერებას, ღმერთმა ის გადამრჩენელ რგოლად მოგვივლინა. გული მიკვდება, ყოველ დღე ამდენ თანამემამულეს, რომ ვაბარებთ მიწას. სად გვყავს დასაკარგი ქართველები?! #ავიცრათერთმანეთისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი.