იუნა შაფათავა „მის თბილისის“ კონკურსანტებსა და მის ორგანიზატორებს უპირისპირდება. საკმაოდ მძაფრი იყო მისი შეფასება „ნანუკას შოუში“, სადაც ის სხვა სტუმრებთან ერთად იყო მიწვეული. მოგვიანებით კი, მან უკვე კომენტარი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს გვერდზეც გააკეთა: „უკანასკნელი ვარ თუ ბოლოდან პირველი, სიმართლის ლაპარაკი ისწავლეთ და შავი-თეთრის გარჩევა. მადლობა სიმართლის მთქმელებს, ნორმალური ქვეყანა ყველაფერში ნორმალური უნდა იყოს. წარმატებები ყველას, ნანუკას შოუს მადლობა, განხილვისთვის. სიმართლე მწარეა, მაგრამ სასარგებლო“, – წერს შაფათავა.
წყარო: http://timesnews.ge/