მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში 26% უთავმოყვარეო ნაგავია… რა უნდა მოხდეს, თქვენი თვითშეგნების ასამაღლებლად? ეს 26% არის ქვეყნის სირცხვილი,- ასე ეხმიანება მსახიობი იუნა შაფათავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობას.
“ვიცი, რომ “ნაცების” % საბოლოო მონაცემებში შემცირდება, მაგრამ ნაცების 26 % ნიშნავს, რომ კოჰაბიტირებულები მაინც “ნაცებად” დარჩნენ… ეს არის სირცხვილი. ამდენი უბედურება მოუტანა ფაშისტურმა მოძრაობამ, ფაქტობრივად გენოციდი მოუწყო ერს, სამშობლოს ღალატი და მაინც, აღმოჩნდა უთავმოყვარეო დათრგუნულების კასტა, რომელიც მხარს უჭერს ამ მკვლელებს, გიჟი შიზოფრენიკის ილუზიებით სათავეში…
ალბათ, კოჰაბიტირებულების ლეგიონი უნდა დაიშალოს და რეალური ბრძოლა გამოუცხადდეს ამ სადისტებს… სადაა, ჩამოვიდა, რომ “გვაშინებდა”? – მაინც ვერ მოიგეს, რაც არ უნდა ტყუილ-ეთერ-ეგზიტპოლები ხატონ… მაგათი ეგზიტპოლი ისეთი სახით იდგა, რომ მივაწერე მთავარი პრობლემა ქვეყანაში,”ნაც.მოძრაობის” დაშოშმინება, მოშლაა – მეთქი. ჩემთვის ეს არის მთავარი ამოცანა, ქვეყანაში სიმშვიდისთვის და განვითარებისთვის… არადა ამდენი მკვლელობის, ძარცვის, უბედურების ფაქტი, რომელიც ყველამ ვიცით! მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში 26% უთავმოყვარეო ნაგავია… რა უნდა მოხდეს, თქვენი თვითშეგნების ასამაღლებლად? ეს 26% არის ქვეყნის სირცხვილი“, – წელს შაფათავა.
სხვა სიახლეები