იუნა შაფათავა: მოკლედ -ცოცხალი ვარ!

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მადლობას იხდის.
“მე რომ მიკბინა,ის ძაღლი გამოჩნდა smile emoticon ერთი კარგი ბიჭი ასევე ასეირნებს თავის თეთრ ლაბრადორს დედაენის ბაღში და მივხვდიო რომელი ძაღლიც იყოო !:) ძაღლი дворняжка ყოფილა,შარიანი ხასიათის,ყველა ძაღლს ეჩხუბება smile emoticon ქალს კიდევ 2 ძაღლი ყავს. ვიციო,რომ უკბინაო,არაფერი არ მოუვაო,აცრილიაო,ვუვლიო:))) მე თვითონ არ მინახავს,ჩემი ვარჯიშის და იმ ძაღლის გასეირნების დრო არ ემთხვევა,მაგრამ იმედია ეს შარიანი შარიკი კიდევ 6 დღეს იცოცხლებს smile emoticon ყველა დამცინავად დღეებს მითვლის და ზოგი ისტერიკულად განიცდის, რადგან შრატი არ გავიკეთე, მე კი ვაგრძელებ ცხოვრებას მავნე და სასარგებლო ჩვევებით, მოკლედ -ცოცხალი ვარ! :)))) დიდი მადლობა-ასობით წერილი და შეტყიბინება მივიღე და ვღებულობ. გამიხარდებოდა,აქტიურად მემუშავა, რომ გამეხარებინეთ საინტერესო/გასართობი/სახალისო პროექტებით თქვენს გადართობად…მაგრამ ვიცი,ყველაფერი წინ გვაქვს”, – წერს შაფათავა ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები