იუნა შაფათავა: ვეღარ გამიგია, იბოზო თუ ილოცო – ყველაფერს დასცინიან

მსახიობი იუნა შაფათავა “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს, სადაც თაკო გაჩეჩილაძის ლოცვის ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებას და ამ ფაქტის გამო გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება:
“ვეღარ გამიგია, იბოზო თუ ილოცო – ყველაფერს დასცინიან, ყველაფერზე ილანძღებიან…რა დაგვემართა, ადამიანებო,რა გვჭირს? გოგო საქართველოს სახელით მსოფლიო ვიტრინაზეა – მხარი უნდა დავუჭიროთ, გავამხნევოთ…რა კომენტარები დაგიწერიათ, რა წინასწარი განწყობა შეუქმენით – რესტორანში მთვრალზე სიმღერის დროს გიკანკალებთ ხმა, ევროვიზიის აუდიტორია კი მსოფლიოა…
ყოჩაღ თამარა, მაგარი ხარ გოგონი. ევროვიზიაზე მთავარი მონაწილეობაა. მადლობა ლოცვისთვის – ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო. იგრძენით სხვაობა! ბრავო,თაკო!”,- წერს იუნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები