უბედური შემთხვევით დასრულდა სააღდგომო სპექტაკლის ჩვენება მექსიკის ქალაქ ტანკიტაროში. იუდას როლის შემსრულებელმა, სპექტაკლის მიმდინარეობისას, მაყურებლის წინაშე თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
23 წლის მსახიობი იუდას როლს ასახიერებდა, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ თავს ხეზე იხრჩობს. სპექტაკლზე, სწორედ ამ მომენტის თამაშისას, მსახიობმა თავი ყულფში გაყო და თოკი ხეზე დაამაგრა. ყველას ეგონა, რომ მსახიობი იუდას თვითმკვლელობის იმიტაციას განასახიერებდა და პლატფორმა, რაზეც ის იდგა გაუძლებდა. მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. პლატფორმამ მსახიობის წონას ვერ გაუძლო და ის ხეზე ჩამოეკიდა.
მიუხედავად მსახიობებისა და მაყურებლების მცდელობისა, გადაერჩინათ იუდას როლის შემსრულებელი, ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
წყარო: http://imedinews.ge