ახალი კორონავირუსისი ეპიდაფეთქების გამო, იტალია რამდენიმე კვირაა, სრულად არის ჩაკეტილი. ქვეყანაში მკაცრი ზომებია მიღებული და მოსახლეობას გარეთ გასვლა მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული.
იტალიურ ქალაქ ფინალე-ლიგურეში არსებობს ჩოგბურთის კლუბი, რომელიც მთელი იტალიის მსგავსად ჩაკეტილია საყოველთაო კარანტინის გამო. მიუხედავად ამისა, კარანტინი ვარჯიშის შეწყვეტის მიზეზი არ გამხდატა და ჩოგბურთელებმა – ვიქტორია ოლივერიმ და კაროლა პესინმა მეზობელი კორპუსების სახურავებიდან ითამაშეს.