იტალიელმა ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად, ტონობით რძე გადაღვარეს

იტალიაში, კუნძულ სარდინიას ფერმერები, მათ პროდუქტებზე შესყიდვის დაბალი ფასის გამო, პროტესტს გამოთქვამენ. ამასთან დაკავშირებით მათ, დემონსტრაციულად, სავალ გზაზე ათასობით ტონა რძე დაღვარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Euronews”-ი ავრცელებს.
კუნძულის ფერმერები შესყიდვის ფასის გაზრდას, ერთ ლიტრ რძეზე, 50 ევროცენტიდან 70-მდე ითხოვენ, ვინაიდან საქონლის ყოლა უკვე აღარ არის სარფიანი. “თითო ფერმერი 11 ადამიანს კვებავს! და ჩვენ არავინ გვეხმარება, მაგრამ ჩვენ ყველას ვინახავთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისი თქმით, ფერმერები რძეს იქამდე გადაასხამენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები