იტალიელი წყვილის 63-წლიანი თანაცხოვრება კორონავირუსმა ერთ დღეს შეწყვიტა – რეალური, ემოციური ისტორია სიყვარულზე

იტალიელი ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი ერთად ცხოვრობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა – l’Eco di Bergamo იტყობინება.

ვინჩენცო და ოლგა მოლინოები მილანის გარეუბანში, სესტო სან ჯოვანიში ცხოვრობდნენ. მათ ერთმანეთი სამხრეთში, პულიაში 18 წლის ასაკში გაიცნეს და 1957 წელს მილანში გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც იტალიურ გამოცემას ვინჩენცო მოლინოს ექვსი შვილიშვილიდან ერთმა განუცხადა, სექტემბრის ბოლოს წყვილმა ქორწინების 63 წლის იუბილე აღნიშნა.
მისივე თქმით, მოხუცები, რომლებიც 82 და 83 წლის იყვნენ, ათი დღის განმავლობაში ებრძოდნენ კორონავირუსს. გრიპის წინასწარი დიაგნოზით, მათ ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.

იტალიელი წყვილი 11 ნოემბერს მონცას საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ისინი სხვადასხვა პალატაში მოხვდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, ოლგამ ექიმებს სთხოვა, რომ მეუღლის პიჯაკი მიეტანათ, რათა მისი სიახლოვე ეგრძნო.

სამწუხაროდ, კორონავირუსმა მათი სიცოცხლე შეწვყიტა. ისინი კვირას ერთი საათის სხვაობით გარდაიცვალნენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები