96 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი – ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაუარესდა, ის რომში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ძეფირელი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე.
90-იან წლებში, (1994–2001) რეჟისორი ორჯერ გახდა იტალიის სენატის დეპუტატი.
შეგახსენებთ რომ ფრანკო ძეფირელის სახელს უკავშირდება ისეთი მსოფლიო კლასიკად შეფასებული ფილმები, როგორიცაა: ,,რომეო და ჯულიეტა” ,,ჭირვეულის მორჯულება”, ,,ჰამლეტი, ” ,,ჯეინ ეარი” და მრავალი სხვა.
ფრანკო ძეფირელი 1923 წლის 12 თებერვალს, იტალიაში, ფლორენციაში დაიბადა.
სხვა სიახლეები