იტალიაში 1,8 კილომეტრის სიგრძის პიცა გამოაცხეს (ვიდეო)

იტალიაში რეკორდი დაფიქსირდა – ნეაპოლში 1,8 კილომეტრის სიგრძის პიცა გამოაცხეს. ყველაზე გრძელი პიცის მოსამზადებლად 2000 კგ ფქვილი, 1600 კგ პომიდორი, 2000 კგ მოცარელა, 200 ლიტრი ზეთი და 30 კგ მწვანილი დაიხარჯა. პროცესში მთელი მსოფლიოს 250 ექსპერტი მონაწილეობდა. პიცის მომზადებას 6 საათი და 11 წუთი დასჭირდა. შემდეგ ის ნაჭრებად დაჭრეს და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცეს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 2015 წელს მილანში დაფიქსირდა. მაშინ პიცის სიგრძე 1,6 კილომეტრს აღწევდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები