იტალიის პარლამენტში განიხილავს განცხადებას კანონის შესახებ, რომელიც კომპანიებს აიძულებს ყოველთვიურად ქალებს 3 დღიანი ხელფასიანი შვებულება მისცენ, თუკი მათ მენსტრუალური ტკივილი აწუხებთ.
საკითხის განხილვამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. ნაწილი მიესალმება ახალ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ქალებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ხელფასიანი შვებულება მენსტრუაციის დროს. თუმცა ამ აზრის მოწინააღმდეგენიც ბლომად არიან, ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი ქალებს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგანაც დამსაქმებლებს კიდევ უფრო მეტი მიზეზი მიეცემათ თანამშრომლის აყვანისას უპირატესობა მამაკაცს მიანიჭონ.
იტალიას ქალთა დასაქმების მხრივ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. იტალიელი ქალების მხოლოდ 61%-ს აქვს სამსახური. ევროპელ ქალთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი კი 71 პროცენტია.
მენსტრუაციის დროს ქალების შვებულებაში გაშვების კანონი უკვე არსებობს ჩინეთის ნაწილში, იოპონიაში და სამხრეთ კორეაში. ზოგიერთი კერძო კომპანია, მაგალითად, ფინური “ნოკია”, საკუთარ თანამშრომლებს მენსტრუაციის გამო შვებულების აღების უფლებას აძლევს.
წყარო:http://www.okmagazine.ge