იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა – „ცუდადაა და სახლის პოვნა გაუჭირდება“

სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიაში, ქალაქ ნაპოლში ქართველი ქალი დაიკარგა:

„მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამ გოგონას თუ სადმე შეხვდებით, იქნებ დაგვიკავშირდეთ, ნაპოლის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ (ცუდადაა და სახლის პოვნა გაუჭირდება). სახელი თეა“, – წერს მომხმარებელი.

დაკარგული ქალი თეა უნანეტაშვილია.

კომენტარები

სხვა სიახლეები