იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტის ნახატები (ფოტოკოლაჟი)

ვენაში მცხოვრები ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე იტალიაში მოკლული ქართველი ემიგრანტის, თამარ მოდებაძის ნამუშევრებს აქვეყნებს.
“იტალიაში ქართველის მიერ, წამებით მოკლული ქართველი ქალის ნახატებია. ხელოვანი იყო თამარ მოდებაძე.
ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც ქართველი მხატვრის ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა. თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი”,-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები