იტალიაში მეძავებს სპეციალურ ტანსაცმელს ჩააცვამენ

იტალიის ქალაქ სპინო დ’ადას ხელისუფლებამ მეძავებისთვის სპეციალური უნიფორმის დაწესება მოითხოვა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მილანი-კრემონის ტრასაზე მოღვაწე სექსმუშაკებმა ამ ინიციატივის მიხედვით უნდა ატარონ სპეციალური სინათლის ამრეკლავი ჟილეტები და მოკლე ქვედაბოლოების ნაცვლად შარვლები ჩაიცვან.

ჩინოვნიკების აზრით, ეს ინიციატივები მეძავებს გზებზე სახიფათო სიტუაციებისგან დაიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ეს ინიციატივა სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო დამრღვევებს 500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. ხელმეორე დანაშაულის შემთხვევაში კი სექსინდუსტრიის წარმომადგენელებს პოლიციაში წაიყვანენ.

„ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2015“-ის გამო, რომელიც მილანში იმართება, იტალიაში მეძავების რაოდენობა 15 ათასით გაიზარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები