“ის 18 წელი ინახავდა დის სხეულს მაცივარში” – რა მოხდა ხორვატიაში

ხორვატიის სოფელ პალოვეცში 18 წლის წინ გაუჩინარებული ქალის სხეული იპოვეს. იასმინა დომინიჩი 2000 წელს 23 წლის ასაკში დაიკარგა. თავდაპირველად, მისი ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ ის საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა. მათ პოლიციას მხოლოდ 2005 წელს მიმართეს, რის შემდეგაც პოლიციამ მხოლოდ სახლის გარე პერიმეტრი დაათვალიერა.
ამ დროის განმავლობაში ის საკუთარ სახლში, ცელოფანში გახვეული საყინულეში იყო მოთავსებული. ახლა იმ სახლში იასმინას უფროსი და და მისი ქალიშვილი ცხოვრობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალის სხეული სუნის გამო იპოვეს, რომელიც მაცივრიდან გამოვიდა, როდესაც ელექტრომომარაგება დროებით შეწყდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სხეული იასმინას უფროსი დის მეუღლემ იპოვა. იმ დრომდე, მამაკაცმა არ იცოდა, რომ სახლში კიდევ ერთი მაცივარი არსებობდა.
პოლიციაში ეჭვობენ, რომ იასმინა დომინიჩი მისმა უფროსმა დამ მოკლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები