სუპერმოდელი ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა. ამის შესახებ Vogue წერს და პატარა გოგონასთან ერთად გადაღებულ მოდელის ფოტოებს აქვეყნებს. ნაომიმ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვი ნაშვილები არაა.
“ის არაა ნაშვილები, ჩემი ბიოლოგიური შვილია და იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩემი ორსულობის შესახებ იცოდა, ერთ ხელზე შემიძლია ჩამოვთვალო” – ამბობს სუპერმოდელი.
ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გავხდებოდი დედა. ჩემი პატარა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში” – ამბობს სუპერმოდელი.