„ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა” – გუფი ქეთასთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა
რეპერი გუფი რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა ქართველებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის ქეთა თოფურიასა და ალექსეი დოლმატოვის (გუფის) რომანის დასრულების შესახებ ცნობილი 2018 წლის ბოლოს გახდა. როგორც რუსულ მასმედიაში წერდნენ, ეს გუფის ღალატის გამო მოხდა. გუფმა გადაცემაში Осторожно, Собчак! თქვა, რომ სიმღერა Пусто ქეთა თოფურიას მიუძღვნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გული ძალიან ეტკინა.
„ქეთა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვხედავდი ჩემს მომავალს, მაგრამ ბოლოს მორალურად გამტეხეს“, – განაცხადა მან ინტერვიუში. ალექსეი დოლმატოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე უარის თქმა სწორედ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ცხოვრებაში ქეთა თოფურია გამოჩნდა. მისი თქმით, ქეთა პირველივე ნახვისას შეუყვარდა. „ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა შვილი და ვერსად ვჩნდებოდი მასთან ერთად, რადგან ის იყო ქეთა თოფურია“, – ამბობს რეპერი. ქეთა თოფურია რამდენიმე თვეა 35 წლის დიპლომატს ხვდება. ლევ ძენგოვმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს და თავს კარგად გრძნობს.
წყარო: https://sputnik-georgia.com