“ის ყვება საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ჩემთვის სამართლიანობის აღდგენასავითაა იმ ძონძ ეპოქას რომ ასე მაგრად ასაღებს” – ვიკა ბუკია დემნა გვასალიაზე
ჟურნალისტი ვიკა ბუკია ქრთველი დიზაინერის დემნა გვასალიას შესახებ წერს.
“დემნა გვასალია ყიდის ისტორიულ ტრავმებს. ეს უკვე ტრაპეცია კაბების და პლისეების გამორჩევა არაა. მოდას ის უყურებს, როგორც ყოფითი ცხოვრების ნაწილს. documentary movie-ია პოდიუმზე. მეხსიერების მუზეუმი მოდის სამყაროში. ის ყვება საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ჩემთვის სამართლიანობის აღდგენასავითაა იმ ძონძ ეპოქას რომ ასე მაგრად ასაღებს.
მაგრამ ხალხს რად აღელვებს ეს ამბავი. რატომ უნდა აღიზიანებდეს ასე ქართველი დიზაინერის წარმატება( მით უფრო, ქვეყნის გარეთ გავარდნილ ქართველებზე აქამდე გვბურძგლავდა)?
სულ ვფიქრობ რატომ შეიძლება იწვევდეს ასეთ აგრესიას (და არა კრიტიკას)? არაა აუცილებელი ქუთაისელი კარმანშიკის ვიდი მოგწონდეთ, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანებთ ზუგდიდის ავტობუსში ნანახი ზმანებით ჰოლივუდი თუ დაყავს?
იმის ნაცვლად რომ გაგცინებოდათ ხბოს აღტაცებით, მატყუარას რატომ ეძახით? ხამუტი რომ სამაჯურად აქცია მაგიტომ თუ “ლტოლვილის ჩანთა” – ჰოლივუდის ჩანთად?
მატყუარა კი არა მენცარი ქვია მაგას.
ჩემი აზრით, ნერვებისმომშლელია ვიღაცას, რომ მოაფიქრდა ცეკვის ჩუსტები მიყიდოს ჯასტინ ბიბერის ცოლს მილიონ დოლარად. და თან აღმოჩნდა, რომ ეს შავი ცეკვის ჩუსტები თურმე ძალიანაც ლამაზი ყოფილა. უბრალოდ მან შეამჩნია. მან შეხედა სხვა თვალით. და ეს თვალი მას აქვს ასეთი დაკვირვებული და შორსმჭვრეტელი და არა – სხვას. ამიტომაცაა დემნა.
აი, ესაა რაც ნერვებს გიშლით.
და ფიქრობთ, რომ არც უწვალია. უბრალოდ მოიტყუა.
ეს ახალი სამაჯურები დაუჯერებლად კარგია. და კიდევ, გრელკისგან უმაგრესი ქლაჩი გამოვა. და “გონელის სათვალეც”ძაან გაასწორებდა:
«Goneli By Demna»
(გონელი ჩვენი ეზოს ხელოსანი იყო, რომელმაც მთელი უბნის კლეტკებიანი გარაჟები მიასვარკა მაგ უშველებელი სათვალეებით).
მიდი, Demna Daily” – წერს ჟურნალისტი.