ის, რაც დავიწყებისგან გვიცავს

თეონა დოლენჯაშვილი

მახსოვს, ერთმა უცხოელმა სტუმარმა მითხრა, რომ თბილისი არ არის ხელოვნების ქალაქი. მაშინ გავიკვირვე – როგორ თუ არ არის-მეთქი?! მოგვიანებით მივხვდი, რასაც გულისხმობდა. თბილისი ვიზუალურად, ერთი თვალის შევლებით, მართლაც, არ ტოვებს იმ ქალაქის შთაბეჭდილებას, სადაც ხელოვნება უყვართ. აქ იშვიათად შეხვდებით თეატრალ13282315_10207673946104382_1330627657_nურ და საკონცერტო აფიშა- ბანერებს, წიგნის მაღაზიებს, ქუჩაში გამოფენილ მხატვრობას, ქუჩის მუსიკოსებს, ფერად გრაფიტს… აქ ჩამოსულ ადამიანს ქუჩაში გავლისას, პირველ რიგში, თვალში ბენზოგასამართი სადგურები, აფთიაქები და სავალუტო ჯიხურები ხვდება. ხელოვნება კი სადღაც სირღმეშია. ის არ გვეგებება ყოველ ნაბიჯზე და ალბათ ამიტომაც ნაკლებად ვხმიარულობთ, ნაკლებად გვიყვარს, ნაკლებს ვიღიმით…
ქალაქი კი ითხოვს სულს, ითხოვს ვიზუალურ ხელოვნებას, ითხოვს ფერებს, სახეებს, გამოსახულებებს. იმ ხელოვნების ზედაპირზე ამოტანას და ქუჩებში გამოფენას, რაც ჩვენი კულტურის, ისტორიის თუ თანამედროვეობის შიგნითაა. და რაც მთავარია, ქალაქი ითხოვს ყოველდღიურ ამბავს, განწყობას, გაჩერებულ წამს. დროს, როდესაც რაღ13282203_10207673945424365_496405161_nაც სამუდამოდ ინახება. ითხოვს ფოტოთვალს, ფოტოკადრს, ფოტოგრაფიას, როგორც დაცვას, როგორც სახურავს, ან უბრალოდ, ქოლგას. სხვადასხვაგვარ, ფერად, ჭრელ-ჭრელ ქოლგას წვიმიანი და მოწყენილი დღეებისგან თავშესაფარებლად.
ჩვენს ქალაქს ეს ქოლგა უკვე 12 წელია ახურავს. ეს არის ფოტოკონკურსი, რომელიც უკვე 12 წელია იმართება და რომელსაც გენერალურ პარტნიორობას მეთორმეტე წელია ერთგულად უწევს “თი-ბი-სი ბანკი”.
ამ ხნის მანძილზე “ქოლგამ”, მართლაც, შექმნა ქვეყნის უახლესი ისტორია. შექმნა პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებთან, მათ მიერ კადრზე აღბეჭდილ სახეებთან და მის დამთვარიელებელთან- თითოეულ ჩვენგანთან ერთად. “ქოლგა” წლიდან წლამდე იზრდება და ის უკვე არის ყველგან, ქუჩებში, კინოპავილიონებში, მუზეუმებში, პარკებში, ხიდებსა თუ საბანკო ოფისებში.
წელს “ქოლგა” კიდევ უფრო მოედო ქალაქს და მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც “შეიფარა”. მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფის ნამუშევრები ფოტოკონკურისთვის და 12 000 ფოტოდან შერჩეული საუკეთესო ფოტოები -კონკურსის გამა13285681_10207673946264386_1304301474_nრჯვებულები, რომელთა შორისაც ორი – გერმანელი ევგენი როპელი და ქართველი ლუიზა ჩალათაშვილი “მობილური ფოტოს” ნომინაციაში „თი-ბი-სი ბანკმაც“ დააჯილდოვა.
ვინც ამ ერთი კვირის მანძილზე ფოტოკონკურსის ფოტოკვალს დაყვებოდა, თემებისა და ფოტოპროექტების მრავალფეროვნებითაც მოიხიბლებოდა. სხვადასხვაგვარ სივრცეში წარმოდგენილი იყო 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა: მაგალითად, “ქალი აბრეშუმით” – აბრეშუმის მუზეუმში, “Ctrl-X. ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების ტოპოგრაფია” – ქარვასლაში, ERROR IMAGES – სასტუმრო რუმსში, KONTAKTPHOTOS – ევროპის სახლში, “სამყარო ოცნებებს მიღმა” – B&W გალერეაში, “კალეიდოსკოპი” – ჩაი გრუზიაში, “კოსმოსური ბოსტნეული და დედამიწის მცენარეები” – თანამედროვე ხელოვნების გალერეაში “დაუსრულებელი კითხვები” – ევროპის სახლში…
ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენებს უმასპინძლა არტარეა გალერეამ. 13285786_10207673946184384_1028649241_n„თი-ბი-სი არტ გალერეაში“ მოწყობილი გამოფენა კი ყველაზე მეტად ცხადყოფდა, რომ ფოტოგრაფიაზე მეტი ჟინით არცერთი საშუალება არ უპირისპირდება დავიწყების ფენომენს. დღეს, ისტერიული სელფებისა და ციფრული გამოსახულებების ეპოქაში „თი-ბი-სი არტ გალერეაში“ მოწყობილი გამოფენა “მოხელთებული წამი”ფოტოგრაფიის საწყისებთან გვაბრუნებს და გვიჩვენებს, როგორი იყო ფოტოგრაფიის სათავეები. ეს არის გალერეა, „კოპელმან კუნსვერქ ნიპესის“ კოლექცია ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოტანილი, 1890-1920 წლებით დათარიღებული დაგეროტიპებითა და ფეროტიპებით, კლასიკური სტუდიური ფოტოებითა თუ პორტრეტული და მოგზაური ფოტოგრაფიით
“ქოლგა” ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნიშანია მაისის თბილისში იმისა, რომ ჩვენ ხელოვნების ქალაქში ვცხოვრობთ. და რაც მთავარია, რადგან ოდესმე ყველაზე დაუვიწყარიც კი შეიძლება მიეცეს დავიწყებას, “ქოლგა” აღბეჭდავს და იმახსოვრებს წამს, აქცევს დროს გამოსახულებად, ფანტავს სივრცეში და ყველას ერთად გვიცავს დავიწყებისგან.

 13289058_10207673946504392_590971023_n
13285830_10207673943624320_1862402516_n
13285828_10207673946424390_79685101_n
13293004_10207673946384389_2131634007_n
13288843_10207673943464316_334021604_n

კომენტარები

სხვა სიახლეები