ფილმები რომელიც ქმნიან საახალწლო განწყობას და მათი ნახვა უკვე ტრადიციადაა ქცეული. გვანდომებენ ცხელ შოკოლადთან ერთად ბუხართან ჯდომასა და “უმიზეზო” ბედნიერებით ტკბობას. საუბარია იმ ფილმებზე, რომლებიც “კოკა-კოლას” რეკლამასავით მოქმედებენ ჩვენზე და რომელთა ყურებაც უბრალოდ არ გვბეზრდება.
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საშობაო ფილმების ხსენებისას “მარტო სახლში” არ წარმოუდგება თვალწინ. ბავშვობა; ახალი წელი, რომელიც ყოველ წელს ორ ქურდთან ერთად მოდის; ქევინი, რომელიც სახლში მარტო დატოვეს; თოვლი, რომელსაც „საეჭვო გარეგნობის“ მქონე მოხუცი დიდი ნიჩბით წმენდს; საახალწლო მორთულობები; და, რაღა თქმა უნდა, ჯონ უილიამსის “Somewhere In My Memory”, რომელიც დაწყებისთანავე სადღესასწაულო სუნს აყენებს. ის ერთდროულად აჩენს ტირილის, სიცილის, ჩახუტების, ხმამაღლა ყვირილისა და ბედნიერებით ტკბობის სურვილს…
გთავაობთ, სახალისო ფაქტებსა და სცენებს ფილმიდან “მარტო სახლში”:
სცენაში, სადაც მარვის ობობა ააცოცდება, მსახიობი არ ყვირის. ხმას თუ ამოიღებდა, მასზე მცოცავი ტარანტულა დაფრთხებოდა და გადაღება ჩაიშლებოდა. ასე რომ, დენიელ სტერნმა მხოლოდ პირი გააღო, ყვირილის ხმა კი მოგვიანებით დაადეს. ვინაიდან მსახიობს პანიკურად ეშინოდა ობობის, მხოლოდ ერთი დუბლის გადაღებას დათანხმდა.
“ბიჭებო, მნებდებით თუ კიდევ უფრო მეტი გინდათ?” (“You guys give up, or are you thirsty for more?”) – ეს ფრაზა, რომელსაც ქევინი ქურდების მისამართით ამბობს, სცენარში შეტანილი არ იყო. პატარა მაკოლეიმ წინადადება თავად მოიფიქრა.
მარტო სახლში”-ს გამოსვლის შემდეგ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიდიოდა მაღაზიებში და კითხულობდა ფილმს “Angels With Filthy Souls”, რომელსაც ქევინი რამდენჯერმე უყურებს და პიცის მიმტანის დასაფრთხობადაც იყენებს. ბევრი მაყურებელი იმედგაცრუებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ რეალურად ასეთი ფილმი საერთოდ არ არსებობს. განგსტერული სურათი სპეციალურად “მარტო სახლში”-ს სცენარისთვის შეიქმნა.
ფილმის ოფიციალური პოსტერი, რომელზეც მაკოლეი კალკინი ყვირის, შექმნილია ედვარდ მუნკის ნახატის, “კივილის” მოტივებზე.
მენაგვე, რომელიც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი გმირია, საერთოდ არ მოიაზრებოდა სცენარში. თუმცა, კრისმა გადაწყვიტა, ქურდები და მთელი ეს დაძაბულობა დადებითი და კეთილი პერსონაჟის შეყვანით დაებალანსებინა. ზუსტად ასე ხდება, როცა თავდაპირველად “საშიში” მენაგვე აღმოჩნდება ერთი ძალიან კეთილი მოხუცი, რომელიც მაყურებელს მიმტევებლობასა და ოჯახის სიყვარულს კიდევ ერთხელ ახსენებს.
მარვის ფრანგული მობოდიშება: