ისტორიული კადრი, ფოტოგრაფი რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე სააკაშვილის სასამართლოზე გადაღებულ  ფოტოს ავრცელებს სადაც აღნიშნავს რომ მას ფოტოს ირაკლი გედენაძე უღებს, რომელიც წლების წინ სააკაშვილმა ცრუ ბრალდებით დააკავა.

“ისტორიული კადრი ფოტოგრაფი რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს  ირაკლი გედენიძის ფოტო” – წერს აბდალაძე.

შეგახსენებთ რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2011 წლის 7 ივ­ლისს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­კა­ვა, მათ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ევ­რო­პის პრეს­ფო­ტოს სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, “პრა­იმ ტა­ი­მის” ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი გია აბ­და­ლა­ძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები