ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.