“ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო ის უკრაინელი ბიჭები, კაცები და ქალებიც, ვინც ამათ მკვლელებად გახადეს, – როცა რუსები გაეშვებიან, აუცილებლად მიუბრუნდებიან” – გრინ ბარეტი

აფხაზეთის ომის მონაწილე, მწერალი და სოც.აქტივისტი, გრინ ბარეტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
ბარეტის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“#აზოვის ბატალიონი ფაქტობრივად რუსებს ჩაბარდა, და აღარა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აწი მათ იქ მოკლავენ თუ, იმ #მეორეს უზამენ.
#ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები ისევ და ისევ იღუპებიან,
#ლტოლვილობაში გადაეგნენ გადარჩენილები და ვინ იცის სად და როგორ დაუღამდებათ წუთისოფელი.
ქალაქები კვლავ მასობრივად იბომბებიან და ინგრევიან.
ერი უკვე ომში კი აღარ ძლიერდება, – ნადგურდება…
ამ დროს:
ზელენსკი კანის ფესტივალს ხსნის პომპეზურად,
არესტოვიჩი სათამაშო ტანკზე მატრაბაზობს,
არახამია რას შვება და ვისთვის შვება, – მგონი ეშმაკმაც არ უწყის,
ხოლო ყველას ამათ, ერთობლივად, არა აქვთ საქმე უფრო მეტად საშური, ვიდრე მიშას “უკანონო” პატიმრობა, ქართული სახელმწიფოს მიმართ ყოვლად დაუსაბუთებელ, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელ ბრალდებათა დაუსრულებელი სერიალი,
საქართველოს მთავრობის “ლაჩრული” პოზიციის “მხილება”, რომ არ ჩაებას თვითმკვლელ ომში და საკუთარი ქვეყანა რუსებს არ დაუგდოს საჯიჯგნად, როგორც ეგ ერთხელ უკვე ქნა მაგათმა თანაპარტიელმა #მიშამ და ახლა ეგენი შვრებიან “ძია სემის” დავალებითა და მისთვისვე საამებლად…
ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო ის უკრაინელი ბიჭები, კაცები და ქალებიც სხვათა შორის, ვინც ამათ მკვლელებად გახადეს, – როცა რუსები გაეშვებიან, აუცილებლად მიუბრუნდებიან და “ჰკითხავენ,”
*თუ რატომ არის ამდენი უკრაინელი, მკვდარი,
*თუ რატომ არის ამდენი უკრაინელი, ობოლი,
*თუ რატომ არის ამდენი უკრაინელი, უბედური…
*და რა მივიღეთ ყველაფერ ამის სანაცვლოდ?!
*რატომ აღარ გვაქვს ქვეყანა?..
რა უყავით?!!!
*რატომ არ ვართ არც ნატოში, არც ევროკავშირში?..
საერთოდ, რატომ არსად აღარ ვართ?….
…და როცა ამას “ჰკითხავენ,” მაშინ ხეებს უნდა ერიდონ, ხეებს…
რადგან თუ თავში გრამი ჭკუა აქვთ, – წინასწარ უნდა ხედავდნენ იქ მოქანავე საკუთარ სხეულებს…
და თუ საღი ანალიზის უნარიც გააჩნიათ, იმასაც უნდა ხვდებოდნენ, რომ როცა ეს დრო დაუდგებათ, – ამერიკელი მფარველები უკვე არ და ვერ უშველიან, პირიქით, იმ ხალხს დაუკრავენ ტაშს, – ვინც ამათ ხეებზე ჩამოჰკიდებს.
რატომ???
იმიტომ, რომ – “არაფერი პირადული,” – უბრალოდ
ეგეთები იყვნენ ავღანეთში, სირიაში, ერაყში, ვიეტნამში, იუგოსლავიაში
რა ვიცი კიდევ სად აღარ… საქართველოში…
და საერთოდ – ეგეთები არიან…” , – წერს ბარეტი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები