ისრაელში საპროტესტო აქციაზე მისულმა 2 ათასმა ადამიანმა 2–მეტრიანი დისტანცია დაიცვა (ფოტო)

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიო დიდ ბრძოლაშია ჩაბმული. არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ვირუსის წინააღმდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი ზომები გაატარეს და დასახელდნენ საუკეთესო ქვეყნებად აღნიშნულ ბრძოლაში. მოწინავე რიგებს სწორედ ისრაელი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს თელ–ავივის ცენტრალურ მოედანზე, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქცია გაიმართა. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციას 2 000–მდე ადამიანი დაესწორ და მათ 2–მეტრიანი დისტანცია ჰქონდათ დაცული.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ისრაელის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მიღებული. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოხატვის შემდეგ ტერიტორია თავად , მშვიდობიანად დატოვეს და ძალოვან სტრუქტურებს ჩარევა არ მოუწიათ, რადგან არავითარი წესი არ დარღვეულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები