ისრაელში „მომღერალმა“ ძაღლმა მუსიკით პატრონი იპოვა (ვიდეო)

ისრაელში დაკარგულმა ძაღლმა შეძლო თავისი პატრონის პოვნა თავისი “სიმღერის” ნიჭის დახმარებით. პოპულარული საბავშვო სიმღერის მიმართ სიყვარულის გამო, პოლიციელებმა იპოვეს ცხოველის პატრონი.

სამართალდამცველებმა ციმბირული ჰასკის სახეობის ძაღლი ბედუინების სოფელში იპოვეს, რომელიც მშიერი გადაადგილდებოდა. პოლიციელები დაუკავშირდნენ კაცს, რომელმაც მანამდე ძაღლის დაკარგვის შესახებ განცხადება შეიტანა.

“კაცმა პოლიციელებს საბავშვო გადაცემა “მზედან” მუსიკის ჩართვა სთხოვა და თუ ძაღლი მუსიკას აჰყვებოდა, ესე იგი, ის ზუსტად მისი ძაღლი იყო”, – აცხადებენ პოლიციაში.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები