ისრაელში დამზადებულმა მედიკამენტმა Covid-19 დაამარცხა და კრიტიკული პაციენტები განკურნა

ისრაელის მედიკოსებმა პირველებმა შეძლეს კოვიდ–ინფიცირებულის განკურნების მეთოდის აღმოჩენა – ადამიანის უჯრედების გამოყენებით, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანებისგან იქნა აღებული. როგორც ისრაელის ტელევიზიის „112“–ის ვებგვერდზე განთავსებულ ნიუსშია ნათქვამი, უკვე საუბარია ადამიანზე ამ მეთოდის გამოცდასთან დაკავშირებით.

„30 სექტემბერს 5 კრიტიკული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა მას შემდეგ, რაც ინოვაციური მკურნალობა მიიღეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ნიუსში.

ექსპერიმენტალური მკურნალობა 5 რთულ პაციენტზე ჩატარდა, რომელთაგან ორი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექსპერიმენტი იერუსალიმის საავადმყოფო Hadassah-ში ჩატარდა.

საუბარია ახალ წამალზე, რომელიც ჯანმრთელი ადამიანების სისხლის უჯრედების ბაზაზე მზადდება და დღეს მსფიოში ამ პრეპარატით მკურნალობა პირველად ხდება, თუმცა, მხოლოდ კლინიკური კვლევების ეტაპზე.

პრეპარატი, სახელწოდებით Allocetra, იქმნება მედიცინის პროფესორის, Hadassah-ის თერაპიული და კორონავირუსული განყოფილებების ხელმძღვანლის, დრორა მევორახას კვლევის საფუძველზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები