თელ-ავივის ერთ-ერთი ბარი, სასმელებზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს იმ ქალბატონებს, რომლებსაც „კრიტიკული დღეები“ აქვთ.
ბარში „ანა ლულუ“ ამ აქციას სახელიც მოუფიქრეს-„სისხლიანი საათი“, რომელიც წააგავს დასავლეთში ტრადიციულ ფასდაკლებათა აქციას „ბედნიერი საათი“.
ორმა ქალბატონმა, რომლებმაც ეს აქცია მოიგონეს, ამბობენ, რომ 25%-იანი ფასდაკლება იმ ფაქტის აღიარებაა, რომ ქალი მენსტრუაციის დროს უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას იმსახურებს. ამას გარდა, ისინი იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა უფრო გახსნილს გახდის ამ მოვლენაზე მსჯელობას, მათ შორის მამაკაცების მხრიდან.
ეს კონკრეტული ფასდაკლება ეკუთვნის იმ ქალბატონებს, რომლებიც იტყვიან, რომ „კრიტიკული დღეები“ აქვთ, არანაირი მტკიცებულება ამისა საჭირო არ არის, რადგან ბარში კლიენტებს სიტყვაზეც ენდობიან. „ანა ლულუს“ მფლობელები ამბობენ, რომ ქალები ამ მცირე საჩუქარს იმსახურებენ თუნდაც იმიტომ, რომ „კრიტიკური დღეები“ მათი ცხოვრების 25%-ს იკავებენ.
Next Post
სხვა სიახლეები