“ისე გვეხმარება, გეგონება, ინკლუზიის კურსები აქვს გავლილი” – ვინ არის პატრულის თანამშრომელი, რომელიც ადამიანებს ეხმარება

სოციალურ ქსელში მადო გვათუა ავრცელებს ფოტოს, სა­დაც თავისი შვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერთადაა. ბავშვი ინკლუზივია. პატრულის თანამშრომელი, გიორგი ჩიტაძე დედა-შვილს ყოველ დილით 51-ე სკოლასთან ხვდება და მათ სკოლამდე მისვლაში ეხმარება.
“მე და ლუკა მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ პოლიციელ გიორგის. ასევე, მადლობა შსს-ს ასეთი მაღალი დონის ინტელექტისა და მორალის მქონე კადრისთვის”, – წერს მადო გვათუა.

კომენტარები

სხვა სიახლეები