ჟურნალისტი სალომე ასათიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამო მოექცა. ის პრაღაში რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტია. სალომეს შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ჟურნალისტის დედა, მომღერალი ირმა სოხაძე ესაუბრა.
„სალომე 15 წელია, პრაღაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდა, სულ წასულია საქართველოდან. მაისში 40 წლის გახდა, ბევრმა მკითხა, რამდენი წლის არის, 25 წლისას ჰგავსო, მაგრამ უკვე დიდი ქალია. ის პრაღაში რადიო „თავისუფლების“ თანამშრომელია. ერთი ბიჭი ჰყავს, 7 წლის მაქსიმილიანე, რომელიც პრაღაში სწავლობს. ოთხი ენა იცის, სალომეს ალბანელი ქმარი ჰყავს, ადრიან ბრისკუ, არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
სალომე გიჟდება, ისე უნდა საქართველოში ცხოვრება, არც ჩემი სიძეა წინააღმდეგი, მაგრამ იქ სამსახურები აქვთ, აწყობილები არიან, ბავშვი იქ დაჰყავთ სკოლაში და რთულია, ასე უცებ ყველაფერი მიატოვონ. ერთ დღესაც მართლა რომ ჩამოვიდნენ, მაქსი აქაურობას როგორ მოერგება, ჩვენ ხომ სრულიად სხვა პლანეტაზე ვართ. ჩვენი თბილისი ჭორიკანა საყვარელ ქალს ჰგავს და ეჭვი არ მეპარება, რომ მაქსს აქ ცხოვრება ძალიან გაუჭირდება“, – აღნიშნავს სოხაძე.
მომღერალი მეორე შვილზე, ნატა ასათიანზეც საუბრობს, რომელიც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია.
„ნატას ორი ფანტასტიკური შვილი ჰყავს – 5 წლის რეზიკო და ერთი წლის ალექსანდრე. როცა სალომე და ნატა პატარები იყვნენ, ვგიჟდებოდი მათ ბაფთებზე, კიკინებზე, შვილიშვილები ბიჭები მყავს და და ახლა მათზე გადამეკეტა ჭკუა. აქვე უნდა ვთქვა, რომ სიძეებში ძალიან გამიმართლა, რაც მნიშვნელოვანი ყოფილა. ნატას ქმარი კრწანისის საკრებულოს მაჟორიტარია – ბექა ნაცვლიშვილი“, – ამბობს ირმა სოხაძე.
წყარო: ჟურნალი “სარკე”