ირმა ნადირაშვილი და ქიბარ ხალვაში ფეისბუქში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“ფოტო აეროპორტიდან“, – ამ სათურით “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტო განათავსა. ფოტოზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის აეროპორტში მყოფი ქიბარ ხალვაშიც ჩანს.

ნადირაშვილის მიერ განთავსებულ აღნიშნულ ფოტოზე, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, ცოტა ხნის წინ ვრცელი კომენტარი დატოვა.

“ვაი შენს პატრონს. კანდელაკი გაიქცა , მაგ კურდღელის გადაღებულია დილით დავლანდე. მავნებლები რომ ხართ როგორ გეტყობათ. პირიქით რომ გამეკეთებინა რა იქნებოდა მაგრამ გარყვნილი და უკუღმართი ტვინი ხომ უნდა გქონდეს . “რუსთავი 2“ თავისუფალი იქნება მიშასგანაც და შენისთანა ბეცებისგანაც“-წერს ქიბარ ხალვაში.

შეგახსენებთ, რომ ნადირაშვილი  წლების წინ,  ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში (1994-2005 წლებში) ჟურნალისტად მუშაობდა. 2008-2009 წლებში იყო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პროგრამა “პოსტ სკრიპტუმის” მთავარი პროდიუსერი. 2009-2010 წლებში ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 2010- 2012 წლებში კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

კომენტარები

სხვა სიახლეები