რუსმა მოდელებმა ირინა შეიკმა და ნატაშა პოლიმ ჯგუფური ეროტიკული სცენისთვის გაიხადეს. თუმცა, სუპერმოდელისთვის ეს ინოვაციას ნამდვილად არ წარმოადგენს- ის ხშირად იხდის მოდური, სპორტული თუ მამაკაცთა ჟურნალებისთვის. მოდელი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, ის სტანდარტული და მისაღები ჩარჩოებიდან არასდროს გადადის.
ახლახანს მისი შიშველი ფოტოები ჟურნალ DSECTION-ის ოქტომბრის თვის ნომერისთვის გადაიღეს. მასთან ერთად ჯგუფურ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა მოდელმა ნატაშა პოლიმაც მიიღო. 29 წლის შეიკი და 30 წლის პოლი სრულიად შიშვლები ბიჭებთან ერთად დივანზე პოზირებენ. ფოტოებზე ნატაშა პოლი სიგარეტით ხელში პოზირებს, შეიკი კი პირდაპირ მამაკაც მოდელებზეა გადაწოლილი.
ფოტოსესია გამოცემა DSECTION -მა, მამაკაცთა მოდის რუბრიკისთვის მოაწყო. შიშველი ფოტოები კი ანონსის სახით, ორივე მოდელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდებზე უკვე ატვირთა. ატვირთვიდან რამდენიმე წუთში შეიკის ფოტოზე მისი თაყვანისმცემლების 5 ათასი კომენტარი გაჩნდა. მათმა უმრავლესობამ სუპერმოდელი თამამი ფოტოების გამო გააკრიტიკა კიდეც და მას ვულგარული უწოდა. ბევრმა კი მიიჩნია, რომ ირინა შეიკმა ეს მისი ყოფილი შეყვარებულის- კრიშტიანუ რონალდოს გამოც გააკეთა, რათა მას სუპერმოდელთან დაშორება კიდევ ერთხელ ენანა.
ამას გარდა, უკვე თვალშისაცემია ისიც, რომ სუპერმოდელი ორსულადაა. მის ამჟამინდელ მეგობარ მამაკაცთან- მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად გადაღებული ფოტოებიც ცხადჰყოფს, რომ 29 წლის მოდელს მუცელი წამოზრდილი აქვს. ამ თემაზე რუს ლამაზმანს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ის და ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ხვდებიან, მას შემდეგ, რაც ირინა ცნობილ ფეხბურთელს დაშორდა.