მარტის ბოლოს ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი პირველად გახდნენ მშობლები. გოგონას ფრანგული სახელი ლეა დაარქვეს. ჯერჯერობით, ბავშვის ფოტოებს არ ავრცელებენ და მხოლოდ საკუთარით შემოიფარგლებიან. ახლა, მოდელი გოგონასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს, მსახიობი კი ლოს-ანჯელესში, გადაღებებზე იმყოფება. როგორც იქნა დროის გამონახვა მოახერხეს და სამოგზაუროდ გაემგზავრნენ. დიზაინერმა დაიან ფონ ფიურსტენბერგმა წყვილის ადგილმდებარეობა ფოტოთი გაამხილა. როგორც სჩანს, წყვილი ტაიტიზე ისვენებს, შვილი კი ნიუ-იორკში, ბებიასთან დატოვეს.
წყარო:http://www.okmagazine.ge