ირინა ზარქუა: „პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი ხსნა – აცრაა“

მოსამართლე ირინა ზარქუა #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიაში ჩაერთო. მოსამართლე აღნიშნავს, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად და პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი საშუალება – ვაქცინაციაა.
„იმისთვის, რომ ვიყო ოპტიმალურად დაცული, გადავწყვიტე, ჩავერთო საინფორმაციო კამპანიაში – #ავიცრათერთმანეთისთვის. ვირუსის შედეგად ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როდესაც ვისმენ ინფორმაციას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ვხვდები, რომ ამ ციფრების მიღმა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. ვიღაცისთვის დრო ჩერდება, ვიღაცისთვის სიცოცხლე უფერულდება. იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ვირუსისგან, პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი ხსნა არის – აცრა”,- აცხადებს ირინა ზარქუა.

კომენტარები

სხვა სიახლეები