ირანში უფლებადამცველს 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს

ირანში ადამიანის უფლებადამცველი ნასრინ სოთოუდა დააკავეს. მას 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, ნასრინ სოთოუდას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე გადაცდომას ედავებიან, თავად სოთოუდა ბრალდებას უარყოფს.
უფლებადამცველთა ჯგუფები სოთოუდას დაკავებას აპროტესტებენ და მომხდარს „შოკისმომგვრელს“ უწოდებენ.
ნასრინ სოთოუდა იმ ქალების ჯგუფს წარმოადგენს, რომლებმაც თავსაბურავის ტარება გააპროტესტეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები